Aa
Aa

პსვ როდრიგესის გაფორმებასთან ახლოსაა - აგენტი "მილანის" უფროსობას შეხვდა

შვეიცარიელი მარცხენა მცველი, რიკარდო როდრიგესი, დიდი ალბათობით, კარიერას ჰოლანდიურ პსვ-ში გააგრძელებს.

იტალიური პრესის თქმით, ეინდჰოვენელები მზად არიან, „მილანის“ მიერ მოთხოვნილი თანხა, 6 მილიონი ევრო გადაიხადონ, ასე რომ, ერთადერთ ბარიერად ფეხბურთელთან შეთანხმება რჩება.

რამდენიმე იტალიური გამოცემის თქმით, ჰოლანდიურმა მხარემ როდრიგესთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო. თავის მხრივ, შვეიცარიელი მცველის აგენტი გუშინ „მილანის“ ოფისში იმყოფებოდა და „სან სიროდან“ წასვლის დეტალები განიხილა.

თუკი შეთანხმება შედგა, პსვ როდრიგესის იჯარის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს ახლავე გადაიხდის, მოგვიანებით კი მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნება, რაც დამატებით ასევე 6 მილიონ ევროს ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები