Aa
Aa

"მილანის" ახალი ვარიანტი - სუსოს უნდერი შეცვლის?

„მილანის“ ინტერესთა სფეროში „რომას“ გარემარბი ჯენგიზ უნდერი მოექცა. როგორც ჯანლუკა დი მარციო გვამცნობს, „როსონერი“ მოლაპარაკებების დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავს.

ისე კი, მილანელებს თურქის გადაბირება გასულ ზაფხულსაც სურდათ, თუმცა რომაელებმა მისი გაშვება იუარეს. ახლა სიტუაცია სხვაგვარადაა, უნდერს პაულო ფონსეკა ნაკლებად ენდობა, „ჯალოროსის“ კი სუსოს დამატება სურს.

შესაბამისად, „რომას“ დატოვება თავად უნდერსაც უნდა, კლუბმა კი მის შემცვლელად, შესაძლოა, სწორედ „მილანის“ ესპანელი შემტევი მოიაზროს. სუსომ „როსონერის“ დატოვების სურვილი უკვე გამოთქვა და ამის შესახებ ლომბარდიელთა უფროსობასაც მოახსენა.

მილანელები სუსოს სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ და საგულისხმოა, რომ უნდერის ტრანსფერიც დაახლოებით ამდენადვე ფასდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები