Aa
Aa

„იუვე" პოგბას არ ეშვება - „ბიანკონერი" მზადაა რაბიო ან დიბალა დათმოს

იტალიური გამოცემა, Tuttosport საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ „იუვენტუსს“ პოლ პოგბას გადაბირება კვლავ სურს. როგორც ირკვევა საქმე იქამდე მივიდა, რომ „ბებერი ქალბატონი“ მზადაა ტრანსფერში ადრიენ რაბიო ან პაულო დიბალა ჩართოს.

Tuttosport არ აკონკრეტებს „ბიანკონერი“ ბრძოლას იანვარში დაიწყებს, თუ ზაფხულში, თუმცა გვაუწყებს, რომ ნაკლებად სავარაუდოა „მანჩესტერი“ ზამთარში პოგბას გასხვისებას დათანხმდეს.

26 წლის ჰავბეკის სამომავლო გეგმები დიდწილად მინო რაიოლაზე იქნება დამოკიდებული. ამ უკანასკნელს სურს მისმა კლიენტმა „ოლდ ტრაფორდი“ დატოვოს და საკუთარი პოზიცია საჯაროდ რამდენჯერმე დააფიქსირა.

ზემოთ ხსენებულ დუეტს რაც შეეხება, რაბიოს ტურინული კარიერა ცუდად დაიწყო და ფრანგმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერა და ვერ დაიმკვიდრა. დიბალა კი მაურიციო სარის რჩეულთა შორის ხშირად ხვდება,  მაგრამ იტალიურ პრესაში ვარაუდობენ, რომ არგენტინელი ადრე თუ გვიან „იუვეს“ მაინც დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები