Aa Aa
14 იანვარი 2020  |  19:10

კიკე სეტიენი: "აქ უზარმაზარი ენერგიით მოვედი... მიზანი ყველაფრის მოგებაა"

"ბარსელონას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა თავის ახალ პოსტზე პირველი პრესკონფერენცია გამართა.

"გუშინ სოფელში ვიყავი და ძროხებთან ერთად დავდიოდი, დღეს კი აქ მოვედი და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ვავარჯიშე.

5 წუთიც არ დამჭირვებია, რომ "ბარსელონას" წინადადებას დავთანხმებოდი.

ჩემი მიზანი იქნება მოგება, ყველაფრის მოგება. საუკეთესო გზა მიაღწიო წარმატებას, არის ხარისხიანი ფეხბურთის თამაში.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ბევრი ვივარჯიშოთ, რათა მიზანს მივაღწიოთ. აქ უზარმაზარი ენერგიით მოვედი. კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს "ბარსა".

ამ გუნდის თამაშს არასდროს ვტოვებდი. წლების მანძილზე "ბარსელონას" მატჩების ყურებით სიამოვნებას ვიღებდი.

მოვუსმენ ყველას, მაგრამ თუ რაიმეში დარწმუნებული ვარ, გამორიცხულია ის შევცვალო.

აკადემიის აღზრდილები შანსს აუცილებლად მიიღებენ. ამ გუნდს დიდებული სკოლა აქვს.

ტაქტიკა? ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფიაა. შესაძლოა ხანდახან 4-3-3-ის შეცვლა მოგვიწიოს. არ გამოვრიცხავ ზოგჯერ 4-4-2-იც გამოვიყენო, მაგრამ მთავარი ფილოსოფიაა და ჩემი გუნდი კარგ ფეხბურთს ითამაშებს.

მე კარგვი CV არ მაქვს, არც ტიტულები მომიგია, მაგრამ ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია ყველას ვაჩვენე. მადლობა, რომ "ბარსელონას" გაწვრთნის შესაძლებლობა მომეცა. ჯერ კიდევ ვერ ვაანალიზებ რაც ბოლო ორ დღეში მოხდა".

კიკე სეტიენს "ბარსასთან" 2.5 წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რომელიც რეალურად ასე გამოიყურება -  0.6+1+1. თავდაპირველად კონტრაქტი 6 თვიანია, შემდეგ კი პლუს 1 წელს და ასევე პლუს 1 წელს ითვალისწინებს, რაც მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები