Aa
Aa

სუსომ "მილანის" ხელმძღვანელებს გაშვება მოსთხოვა - "რომა" გააქტიურდება?

იტალიური გამოცემების ცნობით, „მილანის“ გარემარბმა სუსომ, კლუბიდან წასვლის თაობაზე, „როსონერის“ უფროსობასთან შეხვედრა გამართა.

სუსო ბოლო პერიოდში „როსონერის“ ძირითადში ვეღარ ხვდება და როგორც MilanNews-ი წერს, მან კლუბის ხელმძღვანელებთან სპეციალური შეხვედრა გუშინ გამართა, რომლის დროსაც „სან სიროდან“ გაშვება მოითხოვა.

სუსოს აგენტი, მინო რაიოლა დაინტერესებულ კლუბებს აქტიურად ეკონტაქტება. ფეხბურთელს ვარიანტები პრემიერ ლიგიდან და ლა ლიგიდან აქვს.

პირენეელ ვინგერს „შავ-წითლებთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, კლუბი მის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს ითხოვს.

მის საკუთარ რიგებში გადაბირებაზე „რომაც“ ფიქრობს, რომელიც ნიკოლო ძანიოლოს შემცვლელს ეძებს და ასეთებად სუსოს გარდა, მატეო პოლიტანოსა და ჟერდან შაქირის მოიაზრებს.

ჯანლუკა დი მარციოს თქმით, რომაელები პოლიტანოს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობენ და, შესაძლოა, იგი „ინტერს“ ლეონარდო სპინაცოლაში გაუცვალონ. აი ფაბრიციო რომანო კი წერს, რომ „გლადიატორებმა“, შაქირის თაობაზე, „ლივერპულს“ მიმართეს, თუმცა მერსისაიდელებმა ისინი უარით გაისტუმრეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები