Aa
Aa

კავანი თუ არა ლაკაზეტი - „ატლეტიკოს" გეგმა ბ

ზამთარში „ატლეტიკოს“ მთავარი სამიზნე ედინსონ კავანი გახლავთ, თუმცა თუ ურუგვაელი თავდამსხმელის ტრანსფერი ვერ გაიჩარხა, „როხიბლანკო“ აქცენტს ალექსანდრ ლაკაზეტზე გააკეთებს. ამის შესახებ Marca წერს.

დიეგო სიმეონეს ცენტრფორვარდის დამატება სურს, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენი“ კავანის იანვარში გასხვისებას არ აპირებს, რის გამოც „ატლეტიკო“ იძულებული გახდა სხვა ვარიანტების განხილვა დაეწყო.

Marca-ს ცნობებს ბრიტანული Express-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ამყარებს, რომელიც იუწყება, რომ „ატლეტიკო“ ლაკაზეტის ტრანსფერში ტომას ლემარის ჩართვას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ლაკაზეტი „მეთოფეების“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ფრანგ ფეხბურთელს „არსენალის“ რიგებში 107 მატჩი აქვს ჩატარებული და თავს 42 გოლითა და 20 შედეგიანი გადაცემით იწონებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები