Aa Aa
13 იანვარი 2020  |  15:15

"ჩელსისა" და "ტოტენჰემის" სკაუტები რომში მატჩს დაესწრნენ

„რომასა“ და „იუვენტუსის“ გუშინდელ შეხვედრას პრემიერ ლიგის გრანდების - „ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ სკაუტები დაესწრნენ.

მათ ინტერესთა სფეროში რომაელთა საყრდენი ნახევარმცველი, ამადუ დიავარა გახლდათ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა. ჯერჯერობით უცნობია, ეცდებიან თუ არა ინგლისელები „ჯალოროსისთან“ მოლაპარაკებების დაწყებას.

Tuttomercatoweb-ის ინფორმაციით, დიავარას სამსახურით მხოლოდ ეს გუნდები არ ინტერესდებიან და ფეხბურთელს საქმე ასარჩევად ექნება. მთავარია, მან „სტადიო ოლიმპიკოს“ დატოვება მოინდომოს.

შესაბამისად, „რომას“ საშუალება ექნება, მისი ტრანსფერით ბიუჯეტი შეივსოს, რადგან ფეხბურთელთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. „გლადიატორებმა“ 22 წლის შუახაზელი გასულ ზაფხულს, 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები