Aa Aa
11 იანვარი 2020  |  13:38

ნგოლო კანტე „რეალში"?

ბრიტანული ტაბლოიდი, Sun სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და იტყობინება, რომ ნგოლო კანტე ზაფხულში „რეალში“ გადასვლას აპირებს. საქმე ისაა, რომ ფრანგ ფეხბურთელს ახალ გამოწვევებთან სურს გამკლავება და მიაჩნია, რომ ამისთვის „სანტიაგო ბერნაბეუ“ იდეალური ვარიანტი გახლავთ.

კანტეს „ბლანკოსის“ თავკაცთან, ზინედინ ზიდანთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, რაც „სამეფო კლუბის“ შანსებს ერთიორად ზრდის. თუმცა მთავარი პრობლემა 28 წლის ჰავბეკის სატრანსფერო ღირებულებას უკავშირდება.

Sun-ის მიხედვით „ჩელსი“ კანტეს მინიმუმ 100 მილიონ ფუნტად შეელევა. ფლორენტინო პერესი კი მის სანაცვლოდ ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს და თვლის, რომ „რეალის“ ნახევარდაცვას გაძლიერება არ სჭირდება.

Sun დასძენს, რომ კანტეს საკუთარ რიგებში ხილვით „ბაიერნი“ და „იუვენტუსი“ ინტერესდებიან, თუმცა ფრანგი ფეხბურთელი უპირატესობას „ბლანკოსს“ ანიჭებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები