Aa Aa
9 იანვარი 2020  |  13:28

Bild: ტოდიბო "შალკესთან" ახლოსაა!

გამოცემა Bild-ის ცნობით, „ბარსელონას“ ნიჭიერი მცველი, ჟან-კლერ ტოდიბო კარიერის „შალკეში“ გაგრძელებასთან ახლოსაა.

როგორც გერმანული წყარო იტყობინება, „შალკეს“ დირექტორი, იოხენ შნაიდერი უკვე ესპანეთში იმყოფება, რათა ტოდიბოს საიჯარო ხელშეკრულების დასკვნითი დეტალები ადგილზე დააზუსტოს.

ფეხბურთელს „ბარსელონას“ სრულად დატოვება არ სურს, ამიტომ იგი „ფელტინს არენაზე“ სეზონის ბოლომდე განათხოვრების წესით გადაბარგდება.

20 წლის მცველის სამსახურით „მილანიც“ ინტერესდებოდა და მისი იჯარა-გამოსყიდვის უფლებით დამატება სურდა, მაგრამ „ბარსას“ გეგმებში ტოდიბოს სატრანსფერო უფლების დათმობა არ შედის.

ფრანგი სტოპერი „ნოუ კამპზე“ გასულ ზამთარს გადაბარგდა, თუმცა სათამაშო პრაქტიკის გარეშეა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 3 მატჩში ითამაშა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები