Aa Aa
8 იანვარი 2020  |  20:42

ემერი: "ნეიმარი ესპანეთში სათამაშოდ უნდა დაბრუნდეს"

ესპანელი სპეციალისტი უნაი ემერი Cadena SER-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ ნეიმარი ესპანეთში უნდა დაბრუნდეს.

ემერის თქმით, ის ამჟამად საუკეთესო ასაკში იმყოფება, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდეს, საამისოდ კი საუკეთესო ლიგაში თამაში სჭირდება.

„ნეიმარი 27 წლისაა და მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშე გახდეს. მსურს, რომ ნეიმარი ესპანეთში დაბრუნდეს. საუკეთესო მოთამაშეები, საუკეთესო ლიგებში უნდა ასპარეზობდნენ.

თქვენ ბევრს წერთ, რომ ის „ბარსელონაში“ დაბრუნდება. თავის დროზე მეც წავედი და პსჟ ჩავიბარე, თუმცა ახლა ესპანეთში ვარ და ვფიქრობ, რომ ნეიმარმაც აქ უნდა ითამაშოს“.

შეგახსენებთ, რომ უნაი ემერი ნეიმართან ერთად პსჟ-ში 2017-2018 წლების სეზონში მუშაობდა. „არსენალიდან“ დათხოვნის შემდეგ, ბასკი სპეციალისტი ჯერჯერობით უმუშევარია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები