Aa
Aa

პსჟ "რეალისა" და "ბარსას" წინააღმდეგ - ახალი კონტრაქტები ნეიმარსა და მბაპეს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე დაიწყო საუბრები ნეიმარის მომავლის შესახებ, თუმცა ამჯერად საქმე მის წასვლას არ ეხება. პსჟ ბრაზილიელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

Le Parisien-ის ცნობით, პარიზელები ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე ნეიმარისა და მბაპეს კონტრაქტების გახანგრძლივებას შეეცდებიან.

ნეიმარმა თავის ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის გუნდისთვის მოედანზე ყველაფერს გააკეთებს, რათა სეზონი ტრიუმფით დაასრულონ. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ურთიერთობა დათბა, შემდეგ ნაბიჯად კი ახალი კონტრაქტი სახელდება.

როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის ზაფხულში ნეიმარს თავისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ენიჭება, ეს მასსა და პსჟ-ს შორის არსებულ ხელშეკრულებაშია მითითებული. საუბარია დაახლოებით 170 მილიონ ევროზე.

პსჟ ნეიმართან ერთად კილიან მბაპეს კონტრაქტის განახლებაზეც ზრუნავს. ფრანგულ კლუბს ზაფხულში „რეალისა“ და „ბარსელონას“ მორიგი იერიშების მოგერიება მოუწევს და როგორც ჩანს, თადარიგი უკვე დაიჭირეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები