უარი New Balance-ს, მიესალმეთ Nike-ს! -
Aa
Aa

უარი New Balance-ს, მიესალმეთ Nike-ს! - "ლივერპულს" ახალი ბრენდი შემოსავს

"ლივერპულის" ოფიციალური საიტის ინფორმაციით, კლუბს მომდევნო სეზონიდან ახალი ბრენდი შემოსავს და ის ყველასათვის ცნობილი ბრენდი, Nike იქნება.

ეს ნიშნავს, რომ "წითლები" კომპანია New Balance-სთან თანამშრომლობას ასრულებენ, რომელიც 2015 წელს დაიწყო, 2017 წელს კი ხელშეკრულება ახალი პირობებით გაფორმდა.

"მივესალმებით Nike-ს, როგორც ჩვენს ახალ პარტნიორს, "ლივერპულის" ოჯახში. გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი ძალიან წარმატებული პარტნიორები იქნებიან და დაგვეხმარებიან, როგორც შიდა, ასევე გლობალურ დონეზე, რამეთუ "ლივერპული" გაფართოებას აგრძელებს". - აცხადებს მერსისაიდელთა მმართველი დირექტორი, ბილი ჰოგანი.

ოქტომბერში, New Balance-მა, ლივერპულელთა მხრიდან თანამშრომლობის პრინციპების დარღვევის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. კომპანიის თქმით, მათაც შეეძლოთ იმავე თანხის (წლიურად 30 მილიონი ფუნტი) გადახდა, რასაც Nike გადაიხდის. 

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული და Nike თანამშრომლობას ოფიციალურად 2020 წლის 1 ივნისიდან დაიწყებენ. კონტრაქტის ხანგრძლივობა არ დაკონკრეტებულა, თუმცა განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის რამდენიმე წელზეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები