200$ ყოველ ეისზე - კირგიოსის სამაგალითო გადაწყვეტილება
Aa
Aa

200$ ყოველ ეისზე - კირგიოსის სამაგალითო გადაწყვეტილება

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა, ნიკ კირგიოსმა საჩოგბურთო სამყარო კიდევ ერთხელ აალაპარაკა, ოღონდ, ამჯერად მასზე უკვე დადებით კონტექსტში საუბრობენ.

საქმე ისაა, რომ 24 წლის მოთამაშემ ავსტრალიაში ხანძრით დაზარალებულთა დახმარების სურვილი გამოთქვა და საამისოდ ორიგინალური და ეფექტური ხერხი მოიფიქრა. 

"ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მხარდაჭერას ვუცხადებ და ვიწყებ აქციას, რომლის მიხედვითაც, ზაფხულამდე ოფიციალურ მატჩებში ჩაწოდებულ ყოველ ეისზე დაზარალებულთა ფონდში 200 დოლარს გადავრიცხავ". - დაწერა ნიკიმ "ტვიტერზე".

კირგიოსის ამ წამოწყებას მისი ორი თანამემამულე უკვე შეუერთდა. მსოფლიოს მე-18 ჩოგანმა, ალექს დე მინაურმა, იგივე პერიოდში გასამართ შეხვედრებზე, ეისზე 250 დოლარი დააწესა, მსოფლიოს 48-ე ჩოგანმა, ჯონ მილმანმა კი - 100.

აღსანიშნავია, რომ ამ "ტვიტამდე" რამდენიმე დღით ადრე კირგიოსმა კიდევ ერთი ინიციატივა გამოთქვა - ავსტრალიის ღია პირველობამდე, რომელიც 20 იანვარს იწყება, ჩატარებულიყო საქველმოქმედო ტურნირი და მოგროვებული თანხა სრულად ფონდში გადარიცხულიყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები