სამწუხარო ამბავი -
Aa
Aa

სამწუხარო ამბავი - "ინდიანამ" ბითაძე პრაქტიკის მისაღებად NBA G ლიგის გუნდში გაანათხოვრა

გოგა ბითაძეს ბოლო შეხვედრებში „ინდიანა პეისერსის“ სამწვრთნელო შტაბი სულ უფრო ცოტა დროს აძლევდა და ქართელი ცენტრი პარკეტზე დაახლოებით 2 წუთამდე ატარებდა.

ბოლო შეხვედრაში, რომელიც „ინდიანამ“ სტუმრად „ატლანატასთან“ გამართა და 110:100 მოიგო, ბითაძემ პარკეტზე მხოლოდ 59 წამი დაჰყო.

რამდენიმე საათის წინ კი ცნობილი გახდა, რომ „ინდიანამ“ გოგა პრაქტიკის მისაღებად NBA G ლიგის ბინადარ ფორ ტვეინის „მედ ანტსში“ დროებით გაანათხოვრა.

რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა, რომ მაილს ტერნერისა და დომანტას საბონისის გვერდით ბითაძეს სათამაშო დრო საკმაოდ მცირე ექნებოდა, თუმცა მოვლენათა ასეთ განვითარებას არავინ ელოდა.

ზოგადად დრაფტზე „ინდიანას“ გადაწყვეტილება იყო უცნაური, რადგან მათ ამ პოზიციაზე მოთამაშე არ სჭირდებოდათ და ყველა ელოდა, რომ ქართველს „სან ანტონიო“ აიყვანდა, რაც გაცილებით ლოგიკური იქნებოდა.

იმედი დავიტოვოთ, რომ ვითარება შეიცვლება და ბითაძეს შანსი მიეცემა, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები