Aa
Aa

"ბაბუაწვერას" 54 ქულა და 10 სამქულიანი! სეზონში მეხუთედ! ჯეიმს ჰარდენი დომინირებს

NBA-ს მორიგი დღის შეხვედრაში „ჰიუსტონ როქეთსმა“ სტუმრად „ორლანდო მეჯიქს“ 130:107 სძლია და ეს კვლავ ჯეიმს ჰარდენის საოცარი თამაშის წყალობით შეძლო.

„ბაბუაწვერამ“ 54 ქულა ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ 15-დან 10 სამქულიანი ზუსტად ესროლა. ჰარდენმა 50 და მეტი ქულა მიმდინარე სეზონში უკვე მეხუთედ ჩააგდო!

„ორლანდოს“ წინააღმდეგ ჯამში ჯეიმს ჰარდენის მონაგარი ასე გამოიყურება - 36 წუთი, 54 ქულა, 7 გადაცემა, 5 მოხსნა, 2 ჩაჭრა.

23 ქულა ჩააგდო რასერ ვესტბრუკმა. ორმაგი დუბლი ჰქონდა პი ჯეი ტაკერს - 12 ქულა, 11 მოხსნა, ასევე ორმაგით გამოირჩა კლინტ კაპელაც - 10 ქულა, 11 მოხსნა.

„ჰიუსტონი“ 25 შეხვედრის შემდეგ 17 მოგებითა და 8 მარცხით დასავლეთ კონეფერენციაში მე-4 პოზიციას უკავებს. მომდევნო ტურში ისინი საკუთარ კედლებში 15 დეკემბერს „დეტროიტს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები