ჟირუ სერია ა-ში გადასვლასთან ახლოსაა
Aa
Aa

ჟირუ სერია ა-ში გადასვლასთან ახლოსაა

L'EQUIPE-ს ცნობით ლონდონის ''ჩელსის'' ფორვარდი ოლივიე ჟირუ მილანის ''ინტერში'' გადასვლასთან ახლოსაა. გამოცდილი ფორვარდი მილანურ კლუბს პირადი კონტრაქტის თითქმის ყველა დეტალზე შეუთანხმდა და ტრანსფერის განხორციელების ალბათობა დიდია.

33 წლის ჟირუს ფრანგული კლუბების გარდა მხოლოდ ''არსენალსა'' და ''ჩელსიში'' უთამაშია. ფეხბურთელმა 2012-18 წლებში ''მეთოფეთა'' რიგებში ინგლისის ასოაციაციის თასი სამჯერ მოიგო (2014, 2015 და 2017 წლები).

გასული ზაფხულიდან მოყოლებული ჟირუმ ფრენკ ლამპარდის ფორმაციის ''ჩელსიში'' პრემიერ ლიგაში მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა, საერთო ჯამში 191 წუთი ითამაშა, რაც ასეთი დონის ფეხბურთელისთის ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

2012 წლიდან მოყოლებული ჟირუმ პრემიერ ლიგის 225 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე 78 გოლი და 28 საგოლე გადაცემაა.

მილანის ''ინტერში''ლაუტარო მარტინესი და რომელუ ლუკაკუ შესანიშნავად გამოიყურებიან. სერია ა-ში ორივე მათგანმა საერთო ჯამში 18 გოლი შეაგდო. სავარაუდოდ, ჟირუს გადაბირება გუნდში კონკურენციის გაზრდის მიზნითაა განპირობებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები