Aa
Aa

პედროს „ბარსელონაში" დაბრუნება სურს

„ჩელსის“ ესპანელი შემტევი, პედრო „ბარსელონაში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს. 32 წლის ფეხბურთელმა სამომავლო გეგმების შესახებ Cadena Ser-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ „კამპ ნოუზე“ ასპარეზობა სურს.

„ყველამ იცის „ბარსელონას“ მიმართ რას ვგრძნობ და ყოველთვის ვამბობდი, რომ „კამპ ნოუზე“ დაბრუნებას ერთ-ერთ ვარიანტად განვიხილავდი.

„ბარსელონა“ გახლავთ კლუბი, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს. „ბარსასთან“ ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. „ბლაუგრანას“ ღირსებას წლების განმავლობაში ვიცავდი და მისი გულშემატკივრების სიყვარულს ახლაც ვგრძნობ“.

„ბარსელონაში დაბრუნება ვარიანტი ყოველთვის იყო და იმედი მაქვს ყველაფერი ზუსტად ასე განვითარდება“.

ინტერვიუს მიმდინარეობისას პედრომ ლიონელ მესის შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა: „ჩემი აზრით ლეო მესი ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე გახდება. დიახ, და კიდევ ვფიქრობ, რომ მესის რამდენიმე ოქროს ბურთი წაართვეს და წესითა და რიგით მას პრესტიჟული ჯილდო უფრო მეტჯერ უნდა მოეგო“.

პედრო „ბარსელონას“ ღირსებას 9 სეზონის განმავლობაში იცავდა. „ბლაუგრანას“ მაისურით მან 321 შეხვედრა ჩაატარა და 99 გოლი შეაგდო. კატალონიურ გრანდთან ერთად პედრომ ლა ლიგა ხუთჯერ, ჩემპიონთა ლიგა კი სამჯერ დაისაკუთრა.

2015 წელს ესპანელმა ფეხბურთელმა კარიერა ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელა. პედროს „ლურჯებთან“ კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მხარეებს შორის ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები