Aa
Aa

„მანჩესტერის" გეგმები - „იუნაიტედი" ზამთარში 3 ფეხბურთელს უმიზნებს

„ნისლიან ალბიონზე" „მანჩესტერ იუნაიტედს" სამ ფეხბურთელს უკავშირებენ. The Telegraph იუწყება, რომ „წითელი ეშმაკები" ერლინგ ბრაუტ ჰაალანდისთვის ბრძოლაში მთავარი ფავორიტები არიან.

ნორვეგიელი ვუნდერკინდის საკუთარ რიგებში ხილვა ევროპული ფეხბურთის რამდენიმე გრანდს სურს, თუმცა ბრიტანულ გამოცემას თუ დავუჯერებთ „ოლდ ტრაფორდის" ბინადრები კონკურენტებზე წინ არიან.

ჰაალანდის გარდა საუბარი ჯეიდონ სანჩოზე და კრისტიან ერიქსენზე მიდის. The Mirror გვაუწყებს, რომ „დორტმუნდს" ზამთარში ინგლისელი ფეხბურთელის გასხვისება არ სურს, მაგრამ „მანჩესტერში" თვლიან, რომ ხელსაყრელი პოზიცია უკავიათ და სანჩო კარიერას სწორედ „ოცნებათა თეატრზე“ გააგრძელებს.

მესამე ფეხბურთელს რაც შეეხება, იმავე Mirror-ის თანახმად „წითელ ეშმაკებს" არც კრისტიან ერიქსენი ავიწყდებათ. ბრიტანული ტაბლოიდი გვამცნობს, რომ „მანჩესტერი" ზაფხულს არ დაელოდება და დანიელი ნახევარმცველის თაობაზე „ტოტენჰემს" წინადადებით ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მიმართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები