Aa
Aa

ნეიმარის მამა: „ბარსელონასთან შეთანხმებას აუცილებლად მივაღწევთ"

ნეიმარის მამას, ნეიმარ სანტუშს მიაჩნია, რომ მის შვილსა და „ბარსელონას“ შორის 2017 წელს დაწყებული სასამართლო დავა აუცილებლად მოგვარდება. რამდენიმე საათის წინ ესპანურმა გამოცემამ, El Mundo-მ გვაუწყა, რომ ნეიმარმა „ბლაუგრანას“ წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა და კლუბისგან დამატებით 3.5 მილიონი ევრო მოითხოვა, თუმცა ბრაზილიელი ფეხბურთელის მამის მიხედვით ხსენებული მოთხოვნა ძველი საჩივრის ნაწილი გახლავთ.

„სამართლიანობის აღდგენას დრო სჭირდება და სწრაფად არაფერი ხდება. დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან ჩვენ და „ბარსელონა“ შეთანხმებას მივაღწევთ. შეშფოთებულები არ ვართ და არც „ბარსაში“ ნერვიულობენ. ჩვენ უბრალოდ პრობლემების გადაჭრაზე ვმუშაობთ. 3.5 მილიონ ევროს რაც შეეხება, ეს მოთხოვნა ძველი საჩივრის ნაწილია. ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებულ ინფორმაციას ის ადამიანები ავრცელებენ, ვისაც სურთ ჩვენ და „ბარსელონა“ დაგვაპირისპირონ“.

ნეიმარ სანტუშს „ნეის“ „კამპ ნოუზე“ შესაძლო დაბრუნების შესახებაც ჰკითხეს, რაზეც მან განაცხადა, რომ მის შვილს კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები