Aa
Aa

"ბარსას" ორი ფეხბურთელი "მილანის" სამიზნეში

ესპანური პრესა იტყობინება, რომ "მილანი" "ბარსელონას" ორი ფეხბურთელით ინტერესდება. Sport-ის ინფორმაციით პარასკევს "როსონერის" წარმომადგენელი, პაოლო მალდინი მილანში ერიკ აბიდალსა და რამონ პლანესს შეხვდა და ჟან-კლერ ტოდიბოს შესაძლო ტრანსფერი განიხილა.

Sportmediaset-ის მიხედვით მხარეები სამშაბათს ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და იტალიელებმა "ბარსას" წინადადებითაც მიმართეს. "შავ-წითლები" ტოდიბოს სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს იხდიან, "ბლაუგრანას" კი 12 მილიონი ევრო სურს.

Tuttosport იტყობინება, რომ ზემოთ ხსენებულ შეხვედრაზე მალდინიმ ტოდიბოს გარდა, კითხვები უსმან დემბელესთან დაკავშირებითაც დასვა. ახალგაზრდა ფრანგი შემტევი "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში ვერ ხვდება და ტრავმიანობა აწუხებს.

იტალიური პრესა დემბელეს ტრანსფერს ეჭვის თვალით უყურებს. სამაგიეროდ ტოდიბოს შეძენის საკითხს ოპტიმისტურად უდგება. საქმე ისაა, რომ "ბარსელონა" 19 წლის უკანახაზელის სანაცვლოდ ბევრს არ ითხოვს და სავარაუდოდ კლუბებს შორის შეთანხმება შედგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები