Aa
Aa

მანემ „ზალცბურგს" ბოდიში მოუხადა

„ლივერპულის“ ვარსკვლავმა, სადიო მანემ „ზალცბურგთან“ მატჩის შემდეგ, თავის ყოფილ კლუბს ჯგუფში ჩატოვების გამო, ბოდიში მოუხადა. სენეგალელმა ფეხბურთელმა „ზალცბურგთან“ დაპირისპირების შესახებ BT Sport-თან ისაუბრა.

„ძალიან რთული მატჩი ჩავატარეთ. ბევრი მომენტი შევქმენით და მიხარია ნაბიმ თავი რომ გამოიჩინა. გამარჯვებას ვიმსახურებდით და მიღწეულით ბედნიერები ვართ. ავსტრიაში დაბრუნება ყოველთვის სასიამოვნოა, რადგან ჩემთვის ყველაფერი სწორედ აქ დაიწყო. ზალცბურგისა და კლუბის ქომაგების მადლიერი ვარ. ბოდიშით ბიჭებო, სხვა გზა უბრალოდ არ გვქონდა“.

როგორც მოგეხსენებათ „ლივერპულმა“ ავსტრიული გუნდი სტუმრად 2-0 დაამარცხა. „წითლების“ პირველი გოლის ავტორი ნაბი კეიტა გახლდათ, რომელიც 2014-2016 წლებში „ზალცბურგის“ ღირსებას იცავდა. მეორე ბურთი კი მოჰამედ სალაჰმა შეაგდო.

ავსტრიაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, იურგენ კლოპის გუნდმა 13 ქულა დააგროვა და E ჯგუფის პირველი ადგილი დაიკავა. მეორე პოზიციას „ნაპოლი“ დასჯერდა, ხოლო „ზალცბურგი“  ასპარეზობას ევროპა ლიგაზე განაგრძობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები