Aa
Aa

სულშერს „მანჩესტერის" მმართველების სრული მხარდაჭერა აქვს

Daily Mail იტყობინება, რომ უახლოეს მომავალში ოლე გუნარ სულშერს "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება არ ემუქრება. ბრიტანული გამოცემის მიხედვით ნორვეგიელ სპეციალისტს კლუბის მმართველების სრული მხარდაჭერა აქვს.

გლეიზერების ოჯახის წარმომადგენლები ხვდებიან, რომ წარმატების მისაღწევად შემადგენლობის გადახალისებაა საჭირო და ამისთვის სულშერს დრო სჭირდება. თანაც ტრავმების გამო, გუნდის წამყვან ფეხბურთელებს თავიანთი მაქსიმუმი ჯერ კიდევ არ გამოუვლენიათ.

"მანჩესტერის" აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი გლეიზერების პოზიციას იზიარებს და სულშერის დასახმარებლად ორი ნახევარმცველისა და ერთი თავდამსხმელის გადაბირებას გეგმავს. Dail Mail-ის მიხედვით ვუდვორდის სამიზნეები საული, ერლინგ ბრაუტ ჰაალანდი და დონი ვან დე ბეეკი არიან.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "ნისლიან ალბიონზე" ნორვეგიელს პოსტის დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც „იუნაიტედმა“ ჯერ "ტოტენჰემი" დაამარცხა, შემდეგ კი "ეტიჰედ სთედიუმზე" მანჩესტერულ დერბიში იმარჯვა. ორ მნიშვნელოვან მატჩში მოპოვებული ექვსი ქულა სულშერის გუნდს მეხუთე ადგილამდე აღწევებაში დაეხმარა. "წითელი ეშმაკები" ჩემპიონთა ლიგის საგზურს მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები