ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„სკამი პიმბლეტს არ უყიდია“ | პედის დაცინვის მცდელობა და ილიას ფანის პასუხი

UFC-ის მსუბუქი წონის მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც სცადა, ილია თოფურიასთვის დაეცინა. „ბედიმ“ UFC-ის ლოგოს მქონე წითელ სკამთან გადაღებული ფოტო გაავრცელა და მას ასეთი კომენტარი დაურთო: „საკოლექციო ნივთი“.

ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბისას ილიას კუთხემ ორთაბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მეხუთე რაუნდის დაწყებამდე მიიღო, როდესაც თოფურია წითელი ფერის სკამზე იჯდა (პედი და სხვა კრიტიკოსები თვლიან, რომ ილია სკამზე დანებდა). ღონისძიების დასრულების შემდეგ სკამი, რომელზეც ილია იჯდა, აუქციონზე გაიტანეს და ის 13 700 აშშ დოლარად გაიყიდა. აუქციონის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პიმბლეტმა აღნიშნული პოსტი გამოაქვეყნა და ისე გამოიყვანა, თითქოს სკამი მან იყიდა, რათა „ელ მატადორისთვის“ დაეცინა.

ინგლისელი მებრძოლის პოსტის კომენტარებს რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ სოციალური ქსელების მომხმარებლების უმრავლესობა მას ქმედებას უწონებს და აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით, „ბედიმ“ ილიას მაგრად დასცინა. თუმცა, რეალურად სხვანაირი სურათი გვაქვს.

რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც UFC-ის გულშემატკივარმა, სახელად ჯესიკამ, განაცხადა, რომ ზემოთ ხსენებული სკამი მან იყიდა. ჯესიკამ მოგებული აუქციონის ამსახველი ვიდეო და ქვითარი გაასაჯაროვა და ახსნა კიდევაც, ასე რატომ მოიქცა:

„მოგესალმებით, მე ჯესიკა მქვია და მე ვარ ადამიანი, რომელმაც ილიას სკამი იყიდა. სკამი მე ვიყიდე და არა პედიმ ან ვინმე სხვამ. ილიას დიდი გულშემატკივარი ვარ და ასე განზრახ მოვიქეცი. არ მინდოდა, ეს სკამი პიმბლეტს ან ვინმე სხვას ეყიდა და ის ილიას წინააღმდეგ გამოეყენებინა“.

შეგახსენებთ, რომ პიმბლეტმა ბოლო ბრძოლა ბენუა სენ-დენის წინააღმდეგ გამართა და პირველ რაუნდში, მახრჩობელა ილეთით იმარჯვა. „ბედიმ“ რამდენიმე მებრძოლთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა და ერთ-ერთი მათგანი „ელ მატადორი“ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისტორიული შანსი გვაქვს. გუნდი 100%-ით მზადაა“ - დემჩენკო სლოვანთან მატჩზე
„ისტორიული შანსი გვაქვს. გუნდი 100%-ით მზადაა“ - დემჩენკო სლოვანთან მატჩზე