ხვიჩა კვარაცხელია, ზაზა ჯანაშია
Aa
Aa

„ოქროს ბურთს ხვიჩა იმსახურებს!“ - რას ამბობს ზაზა ჯანაშია

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ზაზა ჯანაშია მიიჩნევს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი აქვს. ვეტერანმა შემტევმა მსოფლიო ჩემპიონატი შეაფასა და ოქროს ბურთის ფავორიტებზეც ისაუბრა:

ესპანელები აუცილებლად უნდა გამხდარიყვნენ მსოფლიო ჩემპიონები?

ყოჩაღ მათ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს. ვთვლი, რომ დაიმსახურეს.

როგორ ფიქრობთ, მესი მორიგ „ოქროს ბურთს“ მოიგებს?

არა, არ მგონია. მან მსოფლიო ჩემპიონატი ვერ მოიგო და თავისი შანსები დაკარგა.

იამალი?

არა, არც ის. მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და სულ ესაა. განსაკუთრებული სტატისტიკა არ აქვს.

თქვენ ვის მისცემდით „ოქროს ბურთს“?

მე ჯილდოს ხვიჩა კვარაცხელიას მივცემდი, ის გმირია და ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან კარგი და სასარგებლო იყო.

როგორ ფიქრობთ, შევა ის პრეტენდენტთა სამეულში?

ვფიქრობ, კი. თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ, ის ნომინანტთა სამეულში იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2025/26 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა შემტევმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. პარი სენ-ჟერმენთან ერთად ის ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მესი, თუ არა და ხვიჩა!“ - სიომინი ოქროს ბურთის ფავორიტებზე
„მესი, თუ არა და ხვიჩა!“ - სიომინი ოქროს ბურთის ფავორიტებზე