ხვიჩა კვარაცხელია, ლიონელ მესი, იური სიომინი
Aa
Aa

„მესი, თუ არა და ხვიჩა!“ - სიომინი ოქროს ბურთის ფავორიტებზე

მოსკოვის „ლოკომოტივში“, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა, იური სიომინმა 2026 წელს, ოქროს ბურთის მოგების ფავორიტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახდება, მაშინ ოქროს ბურთის გამარჯვებული ქართველი შემტევი უნდა გახდეს.

რას ამბობს სიომინი:

„თუ არგენტინა ფინალში გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, „ოქროს ბურთს“ მესი მიიღებს. თუ ვერ გაიმარჯვებს, მაშინ მთავარი კანდიდატი ხვიჩაა. გასულ სეზონში ნაჩვენები თამაშით იამალი ხვიჩას ჩამოუვარდება. ვთვლი, რომ ჯილდოს მესი ვერ მოიგებს, მაშინ ის ხვიჩამ უნდა მიიღოს“.

შეგახსენებთ, რომ 2025/26 წლების სეზონში ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ქართველმა შემტევმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. პარი სენ-ჟერმენთან ერთად ის ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მოიგებს თუ არა კვარა ოქროს ბურთს? - რას ამბობს ტოტი
მოიგებს თუ არა კვარა ოქროს ბურთს? - რას ამბობს ტოტი