„იანთან რემატჩი დივიზიონის ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება“ - ომალი
UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა და ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ MMA Fighting-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მომდევნო მეტოქედ პიოტრ იანი სურს. „შუგამ“ რემატჩის სურვილი არ დამალა და განაცხადა, რომ რამდენი ხანიც საჭირო იქნება, რუს მებრძოლს იმდენი ხნით დაელოდება.
რას ამბობს ომალი:
„პიოტრი ჩემპიონია. თუ შემდეგ მეტოქედ მას არ მომცემენ, მაშინ უბრალოდ მოვიცდი. თუ პიოტრი მერაბს დაამარცხებს, მაშინ ბრძოლა ჩემსა და პიოტრს შორის გაიმართება. ხომ წარმოუდგენელია, ჩემსა და პიოტრს შორის ბრძოლა არ შედგეს?“
„იანთან რემატჩი ცალსახად, ყველაზე დიდი ბრძოლა იქნება დივიზიონის ისტორიაში. თუ ვინმე არ მეთანხმება, მზად ვარ თქვენი არგუმენტები მოვისმინო. ვთვლი, რომ ჯერჯერობით დივიზიონში ყველაზე დიდი ბრძოლა ჩემი და „ჩიტო“ ვერას დაპირისპირება იყო. ვგულისხმობ, თუ ციფრებსა და საკასო შემოსავლებს დავეყრდნობით, ეს დივიზიონის ისტორიაში ყველაზე დიდი ბრძოლა იყო. და ვფიქრობ, რომ პიოტრთან ბრძოლა ამ მაჩვენებლებსაც მოხსნის“.
ცნობისთვის, პიოტრ იანი და შონ ომალი ერთმანეთს 2022 წლის ოქტომბერში შეხვდნენ და იმ ბრძოლაში „შუგამ“ მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.