ევერტონი 3:1 ჩელსი -
Aa
Aa

ევერტონი 3:1 ჩელსი - "არისტოკრატებს" ბურთის ფლობამ ვერ უშველა (VIDEO)

პრემიერლიგის მე-16 ტურში „ჩელსი“ მოულოდნელად „გუდისონ პარკზე“ უმწვრთნელოდ დარჩენილ „ევერტონთან“ 1:3 დამარცხდა.

დროებით დანკან ფერგიუსონის ხელში მყოფმა „ევერტონმა“ საოცრად მოტივირებულად და ზუსტად ითამაშა. „კანფეტებს“ პრემიერლიგაში მიჯრით 3 მარცხი ჰქონდათ და მათგან დღეს გამარჯვებას არავინ ელოდა.

„ჩელსი“ ბურთს 71%-ით აკონტროლებდა, თუმცა მომენტებს ძირითადად მასპინძლები ქმნიდნენ.

რიშარლისონისა და კალვერტ ლივაინის (2) გოლების წყალობით ლივერპულელებმა 3 ქულა გაიფორმეს. „ჩელსის“ მხრიდან პრესტიჟის გოლის ავტორი კოვაჩიჩი გახდა.

ფრენკ ლამპარდის გუნდმა ბოლო 5 მატჩიდან 2 წააგო და შესაძლოა ამ ტურის შემდეგ მესამეადგილოსან „სიტის“ 6 ქულით ჩამორჩეს.

„ევერტონი“ კი 17 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება და გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოსაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები