ვალვერდეს უშვებენ? - ბართომეუ:
Aa
Aa

ვალვერდეს უშვებენ? - ბართომეუ: "შესაძლოა მისთვის 3 წელი საკმარისია"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ AS-თან საუბრისას ვალვერდეს შესაძლო წასვლის შესახებ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

„ბლაუგრანას“ პრეზიდენტის თქმით, შესაძლოა სამი წელი ვალვერდესთვის საკმარისია:

„ვალვერდეს გუნდთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, თუმცა ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, 2020 წლის ზაფხულში ორივე მხარეს შეეძლება, რომ ურთიერთობა გაწყვიტოს.

მსგავსი პუნქტი ყველა მწვრთნელის კონტრაქტში გვქონდა ჩადებული. სეზონის ბოლოს ვალვერდე, ან ჩვენ გადავწყვეტთ გაგრძელდება, თუ არა თანამშრომლობა. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. რაიკაარდი ჩვენთან 5 წელი დარჩა, გვარდიოლა 4, ლუის ენრიკე 3.

შესაძლოა ვალვერდესთვის 3 წელი საკმარისი იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მან, ან ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ“.

დღეს ასევე El Desmarque-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უსმან დემბელემ თავის აგენტს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყება დაავალა.

წყაროს ცნობით, დემბელე „მანჩესტერ სიტისა“ და პსჟ-ს ვარიანტებს განიხილავს. ფეხბურთელს აინტერესებს, თუ რამდენად არის შესაძლებელი ამ ორ კლუბში მისი გადასვლა.

ფრანგი ფეხბურთელი ხვდება, რომ „ბარსელონა“ მისი ტრავმიანობით დაიღალა და სამომავლოდ კლუბი მასზე იმედების დამყარებას აღარ გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები