კლოპი: „Playstation-ი ხომ არაა ფეხბურთელებს დასვენება რომ არ სჭირდებოდეთ
Aa
Aa

კლოპი: „Playstation-ი ხომ არაა ფეხბურთელებს დასვენება რომ არ სჭირდებოდეთ"

იურგენ კლოპმა „ლივერპულის“ გადატვირთული კალენდრის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრა. მერსისაიდელებმა დეკემბერში ყველა ტურნირის ეგიდით 7 შეხვედრა უნდა ჩაატარონ, რასაც იანვრის პირველ კვირაში გასამართი ორი მატჩი ემატება.

ბუნებრივია გერმანელი სპეციალისტი უკმაყოფილოა და დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარი დამოკიდებულების დამალვა არც უცდია.

„შარშან დეკემბერში 30 ცვლილების გაკეთება საჭირო არ იყო, წელს საჭიროა. ჩვენ ზუსტად ასე მოვიქცევით, მაგრამ Playstation-ი ხომ არაა ფეხბურთელებს დასვენება რომ არ სჭირდებოდეთ. დასასვენებლად და ძალების აღსადგენად დრო უბრალოდ არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, მოთამაშეებს როგორღაც დასვენების საშუალება უნდა მივცეთ“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები