Aa
Aa

"ატლეტიკო" იანვარში კავანის უმიზნებს - კლუბს კოშტას იმედი აღარ აქვს

ესპანური AS-ის ცნობით, მადრიდის „ატლეტიკო“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას გეგმავს და პსჟ-დან ედინსონ კავანის შეძენას შეეცდება.

32 წლის ურუგაველ ფორვარდს პარიზულ კლუბში საქმეები არც ისე კარგად მისდის. კავანი ძირითადად თადარიგში რჩება ხოლმე და მოედანზე მის ადგილს მაურო იკარდი იკავებს.

წყაროს ცნობით, „ატლეტიკო“ ზამთარში რამდენიმე მოთამაშეს შეელევა და კავანის გაფორმებას შეეცდება, რომელიც ხშირი ტრავმიანობით გამორჩეული დიეგო კოშტას ადგილს დაიკავებს, რომელიც შესაძლოა გარიგებაში იქნას ჩართული.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრანსფერის წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელია. კავანის დიეგო სიმეონეს გუნდი იზიდავს და უდაოა, ის „როხიბლანკოს“ სათამაშო სტილს მარტივად მოერგება.

კავანის პსჟ-სთან არსებული კონტრაქტის ვადა 2020 წლის ზაფხულში გასდის და „ედიც“ თავისუფალი აგენტი ხდება. აქედან გამომდინარე პარიზელები მას იანვარში სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში აუცილებლად დათმობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები