ლუსიენ ფავრი:
Aa
Aa

ლუსიენ ფავრი: "მესიმ ცრუ ცხრიანზე ითამაშა და ის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო"

ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში „ბარსელონამ“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა, რის შემდეგაც ჯგუფური ეტაპის პირველი ადგილი გაინაღდა. ეს ყველაფერი ლეო მესის დამსახურება იყო.

არგენტინელმა ჯადოქარმა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. მისი პერფორმანსით აღფრთოვანებული იყო „დორტმუნდის“ მწვრთნელი ლუსიენ ფავრი:

„მესიმ ცრუ ცხრიანზე ითამაშა და ის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ლეო ბურთს ელოდება და ხაზებს შორის კარგად მოძრაობს. როდესაც ის ბურთს იღებს, შემდეგ ყველაფერი რთულდება.

თუ, თქვენ მისი შეჩერება გსურთ, აუცილებლად უნდა დაჯარიმდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან, ძალიან გაგიჭირდებათ.

ის ადგილიდან ისე სწრაფად წყდება, მისი დრიბლინგი ისეთი კარგია და ბოლო პასიც ძალიან სახიფათოა“.

მესის შესახებ მცირე კომენტარი მატს ჰუმელასმაც გააკეთა: "ფორმის პიკში მყოფი მესი საუკეთესოა ვინც კი ოდესმე მინახავს".

აქვე გეტყვით, რომ მესიმ „დორტმუნდის“ კარში გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა. მან 34 სხვადასხვა გუნდს გაუტანა და ეს თავის მე-700 „ბარსელონურ“ შეხვედრაში გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები