ტოტი:
Aa
Aa

ტოტი: "ძალიან ვარ ნაწყენი... "რომამ" დაბრუნება, რომ მთხოვოს უარს ვეტყვი"

ლეგენდარული ფრანჩესკო ტოტი „რომადან“ ნაწყენი წავიდა და როგორც ჩანს, ის დაბრუნდებას წინადადების მიღების შემთხვევაშიც კი არ გეგმავს.

„ძალიან ვარ ნაწყენი. როდესაც რაიმეს გადავწყვეტ, იმ გზაზე ბოლომდე მივდივარ, სანამ მას არ დავასრულებ.

თუ, ახლა „რომა“ დაბრუნებას შემომთავაზებს, ეს მე დიდ სირთულეებს შემიქმნის. თუმცა, ჩემი პასუხი მაინც არა იქნებოდა, რადგან არჩეულ გზას პატივს ვცემ და მის გავლას ბოლომდე ვგეგმავ.

მსურს ახლაგაზრდა ფეხბურთელებთან ვიყო და მათ ჩემი გამოცდილება გადავცე“. - ავრცელებს ტოტის სიტყვებს football italia.

"არასდროს წარმომედგინა, რომ ეს დღე დადგებოდა. ეს სიკვდილს ჰგავს, მართლაც უკეთესი იქნებოდა მოვმდკდარიყავი". - ფრანჩესკო ტოტიმ საკუთარი სახლი, "რომა", 30-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ამ სიტყვებით დატოვა.

ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, მას რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ კლუბის ხელმძღვანელობა "ჯალოროსიდან" რომაელების გასაშვებად ყველაფერს აკეთებდა - "მათ სურთ, "რომა" რომაელების გარეშე". - აცხადებს "ერ პუპონე".

როგორც იტალიურ პრესაში იწერება, ტოტიმ "გლადიატორთა" ბანაკის დატოვება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კლუბის მესვეურებთან რამდენიმე პრინციპულ და ფუნდამენტურ საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწია. ამ ყველაფერს უთანხმოება მოჰყვა და "ჩესკოს" ამერიკელი ფუნქციონერების მისამართით ხმის ამაღლებაც მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები