რაიოლა მილანში ჩავიდა - იბრა
Aa
Aa

რაიოლა მილანში ჩავიდა - იბრა "როსონერის" უახლოვდება

ზლატან იბრაჰიმოვიჩი MLS-იდან წამოსვლის შემდეგ ახალი გუნდის ძიებაშია.

როგორც ჩანს, 38 წლის შვედი ფორვარდი კარიერას სერია ა-ში გააგრძელებს. იბრას გადასაბირებლად ყველაზე მეტად იტალიური კლუბები აქტიურობენ.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ზლატანის აგენტი მინო რაიოლა მილაში ჩაფრინდა და ამის მიზეზი იბრაჰიმოვიჩის გასაფორმებლად „მილანთან“ მოლაპარაკებების გამართვაა.

ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება და შესაძლოა რაიოლა მილანში თავის რომელიმე კლიენტთან შესახვედრა ჩავიდა, მაგალითად ჯანლუიჯი დონარუმასთან.

ნებისმიერ შემთხვევაში რაილას ვიზიტმა გავრცელებული ცნობები კიდევ უფრო გაამყარა.

იბრას გაფორმება კიდევ ერთ იტალიურ კლუბს „ნაპოლის“ სურს. კარლო ანჩელოტის შვედთან კარგი ურთიერთობა აქვს და ნეაპოლელები მისი შეძენით ინტერესდებიან.

საბოლოო არჩევანს თავად იბრა გააკეთებს და ეს საკმაოდ მალე მოხდება.

შეგახსენებთ, რომ შვედმა ფეხბურთელმა ლოს ანჯელეს „გალაქსის“ დატოვების შემდეგ, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: მოვედი, ვნახე, დავიპყარი. მადლობა ლოს-ანჯელეს გელექსი იმისთვის, რომ თავი ისევ ცოცხლად მაგრძნობინეთ. გელექსის გულშემატკივრებო - თქვენ ზლატანი გინდოდათ და მე ზლატანი მოგეცით. ამბავი გრძელდება... ახლა ბეისბოლის ყურებას დაუბრუნდით“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები