ნეიმარის სამომავლო გეგმები - პსჟ თუ
Aa
Aa

ნეიმარის სამომავლო გეგმები - პსჟ თუ "ბარსელონა"?

“პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელის, ნეიმარის  შესახებ უცხოური გამოცემები აქტიურად წერენ. ბრაზილიელი შემტევის მომავალი ბურუსითაა მოცული და ამ თემასთან დაკავშირებით პრესაში განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება.

კატალონიური გამოცემა Sport იუწყება, რომ „ნეი“ პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და პარიზულ გრანდში მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ ზაფხულში ნასერ ალ-ხელაიფიმ „ბარსელონაში“ არ გაუშვა. Sport დასძენს, რომ ფრანგებმა მას ხელშეკრულების 2025 წლამდე გახანგრძლივება შესთავაზეს, მაგრამ სამხრეთ ამერიკელისგან უარი მიიღეს.

მეორე მხრივ RMC გვატყობინებს, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ ფეხბურთელისთვის წინადადებით არ მიუმართავს, შესაბამისად არც უარი მიუღია. ფრანგული გამოცემის მიხედვით „პარკ დე-პრენსის“ ბინადრები არ ჩქარობენ და კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვას 2020 წლის დასაწყისში გეგმავენ.

დაბოლოს, რამდენიმე წუთის წინ Mundo Deportivo-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც „ნეისა“ და „ბლაუგრანას“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ზაფხულში იყო. ესპანური ტაბლოიდი 6 პუნქტს ასახელებს, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგაც უცვლელია.

1 - ნეიმარს დაბრუნება სურს.

2 – „ბარსელონას“ ლიდერებს მისი „კამპ ნოუზე“ ხილვა სურთ.

3 - პსჟ ნეიმარის „ბარსაში“ გაშვებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

4 - ნეიმარს „ბლაუგრანას“ წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი არ გამოუტანია.

5 – „ბარსელონას“ „ნეის“ ტრანსფერის გასაჩარხად საჭირო ფინანსური რესურსი არ აქვს.

6 - გამორიცხულია ბრაზილიელმა „კამპ ნოუზე“ იგივე ხელფასი მიიღოს, რასაც „პარკ დე-პრენსზე“ იღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები