Aa
Aa

აზარი: "კარგ ფორმაში ვარ"

მადრიდის „რეალის“ სუპერვარსკვლავმა, ედენ აზარმა პრესაში გავრცელებულ კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ კარგ ფორმაში იმყოფება. როგორც მოგეხსენებათ იწერებოდა, რომ „სამეფო კლუბის“ წინასასეზონო ტურნეს დაწყებისას ბელგიელ შემტევს ზედმეტი კილოგრამები აწუხებდა.

მოგვიანებით „არსენალის“ ექს-თავკაცმა, არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ აზარის წარუმატებელი ასპარეზობა წონის პრობლემებს უკავშირდებოდა, თუმცა „ბლანკოსის“ ფეხბურთელის თქმით ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება.

„ბოლო ერთი თვეა შესანიშნავ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფები და ტრავმებიც არ მაწუხებს. კარგ ფორმაში ვარ და მოედანზე გასვლისას როგორც „რეალისთვის“, ასევე ბელგიის ნაკრებისთვის აუცილებლად მაქსიმუმს გავაკეთებ“.

შეგახსენებთ, რომ აზარი „რეალს“ 2019 წელს შუერთდა. ედენს სეზონის სტარტზე მყესის ტრავმა აწუხებდა და რამდენიმე მატჩი გამოტოვა. 28 წლის ბელგიელი გუნდს სექტემბერში დაუბრუნდა, მაგრამ გაცემული ავანსების გამართლებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს. მიმდინარე სეზონში აზარმა „ბლანკოსის“ მაისური 11-ჯერ მოირგო და ერთ გოლთან ერთად 4 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები