ნადალის არაადამიანური
Aa
Aa

ნადალის არაადამიანური "ქამბექი"! ესპანელმა მედვედევს 1:5-დან მოუგო!

ლონდონში მიმდინარე ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა გაიმართა. რაფაელ ნადალმა დანილ მედვედევს საოცარ ბრძოლაში 3 სეტში 6:7 (3-7), 6:3, 7:6 (7-4) სძლია და პირველი გამარჯვება მოიპოვა.

2 საათსა და 49 წუთიან შეხვედრაში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფა ნადალმა საოცრება ჩაიდინა და გადამწყვეტ მესამე სეტში 1:5-დან შეხვედრის მოგება შეძლო!

საკუთარ ჩაწოდებაზე ესპანელი 30:40-ს აგებდა და 1:6-ის წაგების რეალური საფრთხე ჰქონდა, თუმცა რაფამ საოცარი მენტალობა გამოავლინა და შეხვედრის ტაი ბრეიკზე მოგება შეძლო.

მიუხედავად შთამბეჭდავი გამარჯვებისა, ნადალს ჯგუფში ჩარჩენის რეალური საფრთხე ემუქრება. 16 ნოემბერს ესპანელი სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდება და ყველაფერი სწორედ იქ გადაწყდება.

ნადალის საოცრება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები