Aa
Aa

"რეალი" მბაპეს უმიზნებს და მზადაა ასტრონომიული თანხა გადაიხადოს

მადრიდის „რეალი“ სარეკორდო ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს. „სამეფო კლუბი“ მეგა-წინადადებას ამზადებს და პსჟ-ს სუპერვარსკვლავის, კილიან მბაპეს გადაბირება სურს.

Calciomercato და Le Parisien იტყობინებიან, რომ ესპანური ფეხბურთის გრანდი მზადაა 20 წლის შემტევის სანაცვლოდ 400 მილიონი ევრო გაიღოს. ეს თანხა გაცილებით მეტია, ვიდრე „პარი სენ-ჟერმენის“ მიერ ნეიმარის სანაცვლოდ გადახდილი 198 მილიონი ფუნტი.

„სამეფო კლუბს“ მიზნის მიღწევაში შესაძლოა ვინისიუს ჯუნიორი დაეხმაროს. Sport-ის ინფორმაციით პსჟ-ს სპორტული დირექტორი, ლეონარდო თანამემამულის გადაბირებით ინტერესდება და არის შანსი პარიზელებმა მბაპეს სანაცვლოდ ვინისიუსი და გარკვეული თანხა მოითხოვონ.

„ბლანკოსის“ მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი არ მალავს, რომ მბაპეს შეძენა სურს. „ზიზუმ“ თავისი პოზიცია რამდენჯერმე საჯაროდაც დააფიქსირა, რის გამოც „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელთა რისხვა დაიმსახურა. ლეონარდომ ფრანგ სპეციალისტს მოუწოდა შესაძლო ტრანსფერებზე საუბარი შეწყვიტოს, მაგრამ როგორც ჩანს ზიდანი გაჩერებას მაინც არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები