Aa
Aa

კასანო: "რონალდუმ დოპინგ კონტროლს თავი აარიდა"

ანტონიო კასანომ სატელევიზიო შოუ Tiki Taka-ში კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და მიანიშნა, რომ პორტუგალიელს წესით დისკვალიფიკაცია უნდა ემუქრებოდეს.

ვეტერანმა იტალიელმა ამის მიზეზად დოპინგ კონტროლისთვის თავის არიდება დაასახელა და ამასთან დაკავშირებით საკუთარი მაგალითი მოიყვანა.

„თუკი მან სტადიონი მატჩის დასრულებამდე დატოვა, ნიშნავს, რომ დოპინგ კონტროლს თავი აარიდა, რისი გაკეთებაც არ შეიძლება.

ერთხელ, თამაშის დამთავრებამდე სტადიონის დატოვება მეც მინდოდა, თუმცა ამის გაკეთება ვერ შევძელი, რადგან, შესაძლო იყო, ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიმეღო“.

შეგახსენებთ, რომ „მილანთან“ მატჩისას რონალდუ 55-ე წუთზე შეცვალეს, რის შემდეგაც პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა. იტალიური პრესის ცნობით, „იუვეს“ ვარსკვლავი შეხვედრის საბოლოო შედეგსაც არ დაელოდა და სტადიონიდან მატჩის დამთავრებამდე წავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები