Aa
Aa

"მანჩესტერი" იანვარში ერიკსენის შეძენას გეგმავს - ტრანსფერის მაღალი ალბათობა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას „მანჩესტერ იუნაიტედი“ კრისტიან ერიკსენის შეძენას შეეცდება.

„მანკუნიანელებს“ იმედი აქვთ, რომ „ტოტენჰემის“ დაყოლიებას შეძლებენ და საამისოდ 42 მილიონ ფუნტსაც ამზადებენ.

როგორც ცნობილია 27 წლის დანიელმა ნახევარმცველმა „დეზებთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. აქედან გამომდინარე ლონდონელთათვის ერიკსენის გაყიდვა გეგმებში უნდა შედიოდეს, რადგან სეზონის ბოლოს მას თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა შეეძლება.

დანიელს მიმდინარე სეზონში პოჩეტინო ძველებურად აღარ ენდობა და მოსალოდნელია, რომ იანვარში ერიკსენი გუნდს გამოიცვლის.

ფეხბურთელის გადაბირებით ასევე მადრიდის „რეალიც“ ინტერესდება, თუმცა ამ მომენტისთვის „მანჩესტერი“ ყველაზე რეალურ ვარიანტად მოსჩანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები