ვენგერი:
Aa
Aa

ვენგერი: "ჩემი და რუმენიგეს საუბარი 4-5 წუთი გაგრძელდა, ყველაფერი სიმართლეა"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დღემდე ვაკანტურია და როგორც ბოლო ინფორმაციით ირკვევა, მისი დაკავების მთავარი კანდიდატი არსენ ვენგერია.

ფრანგმა სპეციალისტმა ამის შესახებ პრესასთან ისაუბრა და ყველაფერი დაადასტურა.

„ოთხშაბათს ნაშუადღევს რუმენიგემ დამირეკა, იმ მომენტში საუბარი არ შემეძლო და პატივისცემის გამოსახატად შემდეგ მას გადავურეკე.

ის თავის მანქანაში იმყოფებოდა და „ოლიმპიაკოსთნ“ მატჩზე მიდიოდა. ჩვენი საუბარი 4-5 წუთი გაგრძელდა. მან მითხრა, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე უახლოესი 2 შეხვედრისთვის გუნდს ფლიკი მოამზადებდა.

რუმენიგემ მითხრა, რომ ისინი ჩემი კანდიდატურით ინტერესდებოდნენ და რას ვფიქრობდი ამის შესახებ მე. მას მოსაფიქრებლად რამდენიმე დღე ვთხოვე, რადგან აქამდე ამის შესახებ საერთოდ არ მიფიქრია.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეხვედრა მომდევნო კვირაში შედგება, რადგან მე კვირა დღემდე დოჰაში ვიმყოფები. ეს ნამდვილი ისტორიაა, ყველაფერი სიმართელა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები