რატომ არ ჩადის ლამინის მამა შტატებში - მიზეზი ცნობილია
ლამინ იამალმა 19 წლის ასაკში საოცარ წარმატებებს მიაღწია - ორი წლის წინ „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ვარსკვლავი ევროპის ჩემპიონი გახდა, ახლა კი იგივეს გაკეთებასთან ახლოს უკვე მთავარ სანაკრებო ტურნირზე მსოფლიოს პირველობაზე არის, სადაც ფინალში ის და მისი თანაგუნდელები დღეს მოქმედ ჩემპიონს, არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. რატომ არ ჩადის შვილის საგულშემატკივროდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლამინის მამა, ამის თაობაზე მუნირ ნასრაუიმ დეტალურად ისაუბრა:
„მერწმუნეთ, ჩემთვისაც ძალიან რთულია შვილის თამაშის შორიდან ყურება, მაგრამ ეპილეფსიით ვიტანჯები, ყოველდღიურად სპეციალურ აბებს ვიღებ და ხანდახან მწვავე შეტევებიც მაქვს. აქედან გამომდინარე, სანამ რამეს მოვიმოქმედებ, ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემს შვილს და ჩემი ოჯახის სხვა წევრებს საკუთარი დაავადებით ზიანი არ მივაყენო. სწორედ ამიტომ, სჯობს, სახლში დავრჩე და მოვლენების განვითარებას თვალყური აქედან ვადევნო“.
შეგახსენებთ, რომ ლამინ იამალის ანგარიშზე მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე 1 გოლია, ორ შემთხვევაში კი ესპანეთის ნაკრების 19 წლის ვარსკვლავი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.