კიოლნი, ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

„დიდი ტრადიციების მქონე კლუბია“ - ლოჩოშვილმა კიოლნში გადასვლაზე ისაუბრა

„კიოლნმა“ „ნიურნბერგიდან“ ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერი დაადასტურა. ახლად გახსნილ სატრანსფერო ფანჯარაში ქართველი ცენტრალური მცველი „თხების“ პირველი ახალწვეულია.

28 წლის ლოჩოშვილი კლუბთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. გერმანული მედიის ცნობით, ტრანსფერის ღირებულება 5 მილიონ ევრომდეა.

„მოხარულები ვართ, რომ ლუკა „კიოლნში“ გადმოსვლაზე დავითანხმეთ. მას სხვადასხვა კლუბში თამაშისას მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდა და ისეთი უნარები აქვს, რომლებიც ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს სჭირდება. ლუკა ჩვენს დაცვას დამატებით სტაბილურობას შესძენს და მის ხარისხს გაზრდის. დარწმუნებულები ვართ, რომ ლუკა კარგად შეეწყობა გუნდს, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა“, - განაცხადა კლუბის დირექტორმა თომას კესლერმა.

ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი ქართველმა მცველმაც გააკეთა: 

„როგორც ფეხბურთელს, ყოველთვის გინდა, რაც შეიძლება მაღალ დონეზე ითამაშო. ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგა და ბუნდესლიგაში „კიოლნის“ მაისურით ვითამაშო. ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები ძალიან დადებითად წარიმართა და ამან დამარწმუნა, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი. მოუთმენლად ველოდები ასეთი მდიდარი ტრადიციების მქონე კლუბში თამაშს, ფანტასტიკურ გულშემატკივრებთან შეხვედრას და თანაგუნდელების გაცნობას“.

ცნობისთვის, გასულ სეზონში ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგის“ ღირსებას იცავდა და მეორე ბუნდესლიგაში 33 შეხვედრაში 5 გოლითა და 2 საგოლე პასით გამოიჩინა თავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემპიონშიფში თამაში აღარ სურს“ - Watford Observer-ი ჩაკვეტაძეზე წერს
„ჩემპიონშიფში თამაში აღარ სურს“ - Watford Observer-ი ჩაკვეტაძეზე წერს