კილიან მბაპე, როდრი, უნაი სიმონი, პაუ კუბარსი
Aa
Aa

მბაპეს რეკორდი და ესპანელთა დომინაცია | მსოფლიო ჩემპიონატის ჯილდოების გამარჯვებულები

მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში არგენტინის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. „ფურია როხამ“ დამატებით დროში, ფერან ტორესის გატანილი გოლით 1:0 იმარჯვა და მუნდიალის გამარჯვებული ისტორიაში მეორედ გახდა.

ესპანეთის ტრიუმფის შემდეგ ტურნირის ჯილდოების მფლობელების ვინაობა გაირკვა. მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი „ფურია როხას“ ნახევარმცველი როდრი გახდა, რომელსაც მუნდიალის „ოქროს ბურთი“ გადასცეს. მეორე ადგილზე ლიონელ მესი გავიდა და „ლა პულგამ“ „ვერცხლის ბურთი“ მიიღო, ხოლო კილიან მბაპე „ბრინჯაოს ბურთით“ დააჯილდოეს.

მბაპემ 10 გოლი გაიტანა, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და „ოქროს ბუცი“ მოიგო. კილიანი ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც „ოქროს ბუცი“ ორჯერ დაისაკუთრა.

უნაი სიმონმა მსოფლიო ჩემპიონატი ერთი გაშვებული გოლით დაასრულა და „ოქროს ხელთათმანის“ ჯილდო დაისაკუთრა. ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი პაუ კუბარსი გახდა. ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ფერან ტორესი დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ფინალია, 10 კაცის წინააღმდეგაც გიწევს ბრძოლა“ | ლუის დე ლა ფუენტეს კომენტარი
„ეს ფინალია, 10 კაცის წინააღმდეგაც გიწევს ბრძოლა“ | ლუის დე ლა ფუენტეს კომენტარი