ლიონელ მესი, დიეგო მარადონა, გაბრიელ ბატისტუტა
Aa
Aa

„ციფრებით ლეო უკეთესია, მაგრამ ერთს გეტყვით“ - ბატისტუტამ ლეგენდები შეადარა

დიეგო მარადონას მსგავსად, ლიონელ მესიმაც შეძლო და არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ზედიზედ ორ ფინალში გაიყვანა. დიეგოს ფორმაციის ალბისელესტემ 1986 წელს გამარჯვების შემდეგ, 1990-ში გერმანელებთან ფინალი წააგო. რას იზამენ ლეო და მისი თანაგუნდელები დღეს ესპანეთთან, რთული სათქმელია. თუმცა, იქამდე გაბრიელ ბატისტუტას ამ ორი ლეგენდის შედარება სთხოვეს და მისგან საკმაოდ საინტერესო პასუხი მოისმინეს.

გაბრიელ ბატისტუტა

დიეგოს და ლეოს ერთმანეთთან შედარება არ მომბეზრებია, მაგრამ აზრს ვერ ვხედავ, რადგან თქვენ ორ სხვადასხვა საფეხბურთო ეპოქაზე მესაუბრებით. მესის გაცილებით მეტი გააქვს, ვიდრე მარადონა იტანდა, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო მეტად პასების და გუნდურად მოთამაშე ფეხბურთელი იყო, ლეო კი ნამდვილი ბომბარდირია, რომელიც მოედანზე გადის იმისათვის, რომ ლამაზი კომბინაცია გოლით დაასრულოს. ჩვენ არგენტინელები უბრალოდ ბედნიერნი უნდა ვიყოთ რომ ორი ამ მასშტაბის ფეხბურთელი გვყავდა, მათ შორის საუკეთესოს კი მე პირადად ვერ ავირჩევ.

ციფრებით მესი უკეთესია, მაგრამ თუ საქმე ქარიზმაზე და სანახაობაზე მიდგება, მათ შორის არჩევანის გაკეთება გართულდება. კიდევ ვიტყოდი იმას, რომ ლეო უფრო წესიერი და დისციპლინირებული ადამიანია, კარგი ადამიანი, კარგი ოჯახით. მარადონა კი ყველაფერს აკეთებდა, რომ მის გარშემო რაც ხდებოდა, ყველაფერი შოუდ გადაექცია. არც მე და სხვა არგენტინელები იმას ნამდვილად არ ველოდებოდით, რომ „ელ მონგოლიკო“ მსოფლიოს ჩემპიონი გამხდარიყო, რათა დიეგოსთვის შეგვედარებინა, რადგან ის მანამდეც რაღაც გრანდიოზულს აკეთებდა. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით ის არის, რომ მარადონამ თავის დროზე გააკეთა ის, რაც მანამდე არავის ჰქონდა გაკეთებული და მესიც ახლა აკეთებს იმას, რაც მანამდე არავის ჰქონდა გაკეთებული.

ცნობისათვის, 2026 წლის მუნდიალზე ლიონელ მესიმ დიეგო მარადონას რეკორდი გააუმჯობესა. თუ ამ მსოფლიოს ჩემპიონატამდე 9 საგოლე პასით ტურნირის საუკეთესო ასისტენტი სწორედ მარადონა იყო, ახლა ლეოს ანგარიშზე 12 შედეგიანი გადაცემაა და ამ მხრივ ლიდერობა სწორედ მან გადაიბარა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მარადონა-უმცროსი: ვინც დიეგოსა და მესის ადარებს, ყველა სულელია
მარადონა-უმცროსი: ვინც დიეგოსა და მესის ადარებს, ყველა სულელია