ლიონელ მესი, კონორ მაკგრეგორი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები, ესპანეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

მაკგრეგორი: არგენტინა ესპანეთს 3:2-ს მოუგებს

UFC-ის ყოფილმა ორმაგმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა 100 ათასი დოლარი დადო იმაზე, რომ არგენტინის ნაკრები ესპანეთს ძირითად დროში 3:2-ს მოუგებს და ზედიზედ მეორედ გახდება მსოფლიო ჩემპიონი.

ირლანდიელმა სოციალურ ქსელში ფსონის სქრინშოტი გამოაქვეყნა, ასევე ვიდეო, რომელშიც განმარტა, თუ რამ უბიძგა ასეთი რისკიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ.

„როგორ ხართ, ხალხო? თქვენთანაა კონორ მაკგრეგორი და აი ჩემი ფსონი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე. მე ფსონს ჩამოვდივარ იმაზე, რომ არგენტინა ესპანეთს ძირითად დროში 3:2 ანგარიშით დაამარცხებს. რატომ ვაკეთებ ამას? ხუთი წლის წინ ვიღაც ბიჭმა ინტერნეტში იწინასწარმეტყველა, რომ არგენტინა და ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშებდნენ და ანგარიში 3:2 იქნებოდა. საიდან იცოდა ამ ბიჭმა, რომ სწორედ ეს ნაკრებები გავიდოდნენ ფინალში? და მათ ხომ მართლაც მიაღწიეს ფინალს. თან ანგარიშიც იწინასწარმეტყველა - 3:2. ასე რომ, მე მას ვენდობი. ინტერნეტის ბიჭო, გამარჯვება მომიტანე! წავედით!“

- თქვა მაკგრეგორმა.

თუ „ნოტორიუსის“ ფსონი გამართლდება, ის 3.6 მილიონ დოლარს მოიგებს. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი დღეს, 23:00-ზე გაიმართება, ნიუ-იორკის გარეუბან ისტ-რატერფორდში მდებარე „მეტლაიფ სტადიონზე“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები