ლიონელ მესი, ჟოან ლაპორტა, ლამინ იამალი
Aa
Aa

ლაპორტა: მესი ჩვენი დიადი ისტორიის ნაწილია, მაგრამ ახლა იამალის დროა

 „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებების მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„ახლა, ვფიქრობ, ლამინის დრო დადგა. მინდა, რომ ეს ლამინის დრო იყოს. მესიმ დიდების წლები გვაჩუქა, ის ჩვენი დიდებული ისტორიის ნაწილია.

ჩვენ ასევე ძალიან ვამაყობთ ჩვენი ფონდით და იმით, რომ ასე მოხდა - არ ვიცი, შემთხვევითობით თუ ღვთიური განგებით, რომ მესიმ ლამინი დაბანა. ეს დაუჯერებელია. რეალობა ნებისმიერ ფანტაზიაზე უკეთესია.

ლამინი გენიოსია. ის უკან არ იხევს იმ მოვლენების წინაშე, რაც ნებისმიერ სხვას წონასწორობიდან გამოიყვანდა. ის ძალიან მამაცია, ყველაფერს ენთუზიაზმით უდგება და თავისი ასაკისთვის ძალიან მომწიფებულია.

მჯერა და მინდა, რომ ხვალინდელი დღე ლამინის დღედ იქცეს, რათა მან საკუთარი თავი სრულფასოვნად გამოავლინოს, რადგან ასეთია ფეხბურთი. არსებობენ მოთამაშეები, რომლებიც თავის დროზე საკვანძო ფიგურები იყვნენ, ახლა კი ცვლილებების დრო დადგა“,

- განაცხადა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი დღეს, ჩვენი დროით 23:0-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები