„ამას ვერავინ წაშლის“ - მესიმ ფინალის წინ არგენტინას მიმართა
ლიონელ მესიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„ყველაზე მშვენიერი ამ წლების განმავლობაში არა მხოლოდ ტიტულები, არამედ მთელი ეს გზა იყო. ყოველი დღის ამ გუნდთან ერთად გაზიარება, ერთად კონკურენცია, რთულ მომენტებში ფეხზე წამოდგომა და ყოველი ნაბიჯით ტკბობა.
მადლობა ჩემს თითოეულ თანაგუნდელს, სამწვრთნელო შტაბს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ ეს ნაკრები ოჯახად დარჩეს. რაც არ უნდა მოხდეს ხვალ, ამ გუნდმა უკვე დაწერა ისტორია, რომელსაც ჩვენ არასდროს დავივიწყებთ და რომელსაც ვერავინ წაშლის.
წინ, არგენტინა!“
- დაწერა მესიმ.
View this post on Instagram
ტურნირის გადამწყვეტ მატჩში „ალბისელესტე” ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. თამაში დღეს, 19 ივლისს, ნიუ-იორკში, ჩვენი დროით 23:00-ზე დაიწყება.