ბაიერნი მზადაა, კუნდეში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს
„ბაიერნი“ მზადაა, „ბარსელონას“ მცველ ჟიულ კუნდეში 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.
Sport.es-ის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი მოთამაშეს ხელშეუხებლად არ მიიჩნევს, მაგრამ მისი წასვლის დაჩქარებას არ აპირებს.
„ბარსელონაში“ კუნდეს თავის პოზიციაზე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევენ. გუნდის ხელმძღვანელობამ შესაძლოა 50-60 მილიონი ევროს ოდენობის წინადადებები განიხილოს, თუმცა მიუნხენელები ამდენის გადასახდელად მზად არ არიან.
როგორც გამოცემა წერს, მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, რადგან ამჟამად გუნდები მცველის ღირებულების შეფასებაში ვერ თანხმდებიან.
შეგახსენებთ, რომ კუნდემ გასულ სეზონში 47 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 60 მილიონ ევროს შეადგენს.