კარლო ანჩელოტი, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„სამარცხვინო საქციელზე ანჩელოტის ვუთხარი“ - ბრაზილიის პრეზიდენტი უკმაყოფილოა

ბრაზილიის ფეხბურთელთა ნაკრების გულშემატკივრებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ მათი საყვარელი გუნდი 24-წლიანი პაუზის შემდეგ რიგით მეექვსე მუნდიალს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მოიგებდა, თუმცა პენტაკამპეონებმა ტურნირზე გამოსვლა მერვედფინალურ ეტაპზე, ნორვეგიასთან მარცხით დაასრულეს, რაც 1990 წლის შემდეგ პირველად მოხდა. მსგავსი წარუმატებლობის გამო, სელესაოს იტალიელი დამრიგებელი კარლო ანჩელოტი პრესის წარმომადგენლებმა მძაფრად გააკრიტიკეს, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა უფრო მეტად უკმაყოფილო ფეხბურთელების საქციელით დარჩა და ამის თაობაზე მთავარ მწვრთნელსაც განუცხადა.

რას ამბობს ლულა და სილვა

ბრაზილიის ნაკრები სამშობლოდან მსოფლიოს ჩემპიონატზე საასპარეზოდ დიდი დელეგაციით გაემგზავრა, უკანა რეისს კი მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, „ფლამენგოს“ მოთამაშე დანილო ჩამოჰყვა. ღმერთო, როგორი სირცხვილია - სიტყვები არ მყოფნის. რომ მოეგოთ, ხომ ყველა მათგანი ცეკვა-ცეკვით ჩამოვიდოდა? ამის თაობაზე კარლო ანჩელოტის დავურეკე და საყვედური პირადად ვუთხარი. ამასწინათ ინტერნეტში ვნახე, ერთ-ერთმა ადამიანმა მბაპეს, თუ ჰოლანდის რობოტი შექმნა. ალბათ, ანჩელოტისაც ამაზე მოუწევს ზრუნვა, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გვეშველება.

ცნობისათვის, კარლო ანჩელოტის გადადგომას ბრაზილიის ნაკრების ბევრი გულშემატკივარი ითხოვს, თუმცა ამ ქვეყნის კონფედერაციის ხელმძღვანელებმა გამოცდილ იტალიელ სპეციალისტთან კონტრაქტი 2030 წლამდე ჯერ კიდევ წლევანდელი მუნდიალის დაწყებამდე გაახანგრძლივეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სელესაოს მომდევნო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადებაც კარლიტოს დაევალება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მე-7 მუნდიალი, 59 მატჩი და 127 ქვეყანა - ესპანეთის ნაკრების სამაგალითო გულშემატკივარი
მე-7 მუნდიალი, 59 მატჩი და 127 ქვეყანა - ესპანეთის ნაკრების სამაგალითო გულშემატკივარი