NBA – კავაის გარეშე „კლიპერსი“ „მილუოკისთან“ დამარცხდა - „იუტამ“ „ფილადელფიას“ მოუგო
Aa
Aa

NBA – კავაის გარეშე „კლიპერსი“ „მილუოკისთან“ დამარცხდა - „იუტამ“ „ფილადელფიას“ მოუგო

კლიპერსი - მილუოკი 124 - 129

ლოს-ანჯელეს „კლიპერსის“ მთავარი მწვრთნელი, დოკ რივერსი „ტორონტო რეპტორსის“ მაგალითს მიჰყვება და კავაი ლეონარდს უფრთხილდება. გამთენიისას 28 წლის კალათბურთელმა კიდევ ერთი საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოტოვა.

კავაის გარეშე მოასპარეზე „კლიპერსი“ საკუთარ კედლებში „მილუოკის“ დაუპირისპირდა და მრისხანე მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა სასურველი შედეგი ვერ დააფიქსირა.

როგორც მოსალოდნელი იყო „მილუოკის“ იანის ანტეტოკოუნმპომ ულიდერა, რომელმაც 38 ქულა, 16 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. „ბაქსის“ ბერძენი მსუბუქი ფორვარდი NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელია, რომელმაც სეზონის საწყის 8 შეხვედრაში მინიმუმ 200 ქულა, 100 მოხსნა და 50 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

იანისის გარდა 24 ქულით ჯორჯ ჰილი გამოირჩა. ერიკ ბლედსოუმ 20 ქულა გაიფორმა. ბრუკ ლოპესმა კი 11 ქულასთან ერთად 12 მოხსნა დააგროვა.

„კლიპერსის“ 124 ქულიდან 88 სამმა კალათბურთელმა ჩააგდო. უილიამსმა და ჰერელმა 34-34 ქულა მიითვალეს. პატრიკ ბევერლიმ კი 20 ქულა დაიბევა.

იუტა - ფილადელფია 106 – 104

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, „იუტა ჯაზმა“ როგორც იქნა გაიმარჯვა და საკუთარ კედლებში „ფილადელფია“ დაამარცხა. „სიქსერსის“ ქომაგთა სამწუხაროდ მათი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბენ სიმონსმა მიკროტრავმა მიიღო და „ფილას“ მატჩის დიდი ნაწილის 23 წლის მსუბუქი ფორვარდის გარეშე ჩატარება მოუწია, რაც შედეგზეც აისახა.

„იუტას“ 24 ქულით დონოვან მიჩელმა ულიდერა. ბოიან ბოგდანოვიჩმა აქტივში 20 ქულა და 6 მოხსნა ჩაიწერა. ჯო ინგლსი 16 ქულას დასჯერდა, ხოლო მაიკლ კონლიმ თავი 15 ქულას მოუყარა.

„ფილადელფიას“ მხრიდან 27 ქულითა და 16 მოხსნით ჯოელ ემბიდი გამოირჩა. ჯოშ რიჩარდსონმა შეხვედრა 24 ქულით დაასრულა. ტობაიას ჰერისმა კი გუნდს 16 ქულა შესძინა.

სხვა მატჩების შედეგები

დეტროიტი - ნიუ იორკი 122 – 102

ინდიანა - ვაშინგტონი 121 – 106

ატლანტა - ჩიკაგო 93 – 113

ტორონტო - საკრამენტო 124 – 120

მემფისი - მინესოტა 137 – 121

დალასი - ორლანდო 107 – 106

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები